დაკარგულის დაბრუნება

როგორ დავიბრუნოთ დაკარგული მეგობრები? აი ისეთი მეგობრები რომლების დაკარგვა გულს გვტკენს, მინდა ჩამოვთვალოთ ის მიზეზები რის გამოც ვკარგავთ, ვშორდებით, ვცივდებით ნუ რაც გვინდა ის ვუწოდოთ, მაგალითად დროის უქონლობა, ბევრი პრობლემები, დეპრესია, უფულობა (უაზრო მიზეზია მაგრამ მაინც მიზეზია), საერთო ,,თემების” ამოწურვა… და კიდევ ბევრი ობიექტური თუ სიბიექტური მიზეზი. მე კი მხოლოდ ერთი მიზეზი მაქვს-დროის უქონლობა!

რა გავაკეთო რომ უფრო ხშირად ვნახო? მთელი დღე სამსახურში ვარ, მერე სახლში  8 თვის ბავშვი მყავს. მეც სხვის სახლში ვცხოვრობ და როგორ დავპატიჯო ჩემთან? მასთან როგორ წავიდე ამ ზამთარში ბავშვით? თან ასე გვიან 8:00 დან 😦

აქ ლაპარაკია ჩემს მიზეზებზე, მაგრამ მასაც ხომ აქვს თავიზი მიზეზები 🙂 აქვს, ხოდა ვართ ასე ტელეფონ-გამოკიდებულები 🙂

3 კვირის მერე ვიგებ რომ შეყვარებულია 😦 თან ისეა შეყვარებულია 3 თვეში თხოვდება, კინაღამ გავგიჟდი 🙂

ხოდა აბა რა ვთქვა ახლა მე? შერცხვენილი ვარ, აბა არ ვარ?

ახლა გამოსავალს შევთავაზებ ჩემს თავს 🙂

  • დავურეკო-დავუმესიჯო რეგულარულად
  • ვნახო შაბათ-კვირას (თუ არ მუშაობს)

თუ შევძლებ საღამოს ვესტუმრო ხოლმე – მაშინ მაინც როცა ჩემი უფროსი დაიძინებს 🙂

ნუ არ ვიცი რა გამომივიდა მაგრამ ამ პოსტის შელამაზებაზე არ მიფიქრია, რაღაცნაირად ჩემი გეგმები და ნააზრევი ამოვთქვი და თუ ძალიან სისულელე გამომივიდა ძალიან ვწუხვარ.

ნუ რა თქმა უნდა ბლოგი იმიტომ მაქვს რომ სხვებმა წაიკითხონ,მაგრამ მე იმისთვის მინდა რომ ის ვწერო რაც მომინდება, რაც შემაწუხებს. ამიტომ ბოდიშს ა(ღა)რ მოვიხდი უაზრო და უშინაარსო პოსტებისთვის 🙂 აი ასე

პ.ს. ისე მაინტერესებს ასეთ სიტუაციაში თქვენ როგორ  მოიქცეოდით (მოიქცევით)?

Advertisements

8 comments on “დაკარგულის დაბრუნება

  1. სატელეფონო კავშირი არ შეწყვიტო და როცა მოგიხერხდება, ნახე ხოლმე… მეგობრობის შენარჩუნება (რაღაც დროით მაინც) ასეც შეიძლება.

  2. დასვენების დღეებში შეხვედრა და რეგულარულად დარეკვა-დამესიჯება კარგი გამოსავალი მგონია (ყოველ შემთხვევაში, სანამ უკეთესი გზა არ გამოჩნდება)…

  3. ძალიან ბევრ ადამიანს ჩამოვცილდი მსგავსად და წარმომიდგენია, რამდენისთვის გავცივდები, როცა მეც გავთხოვდები და “უფროსი” მეყოლება…
    ჯერჯერობით მეტნაკლებად შევდივარ შენს მდგომარეობაში, მაგრამ ესე 2 წლის მერე ისევ გადავიკითხავ ამ პოსტს და სხვა აზრზე ვიქნები ალბათ 😀

  4. როცა ამას გააზრებულად ვაკეთებ, მაშინ საერთოდ არ ვგრძნობ თავს ასე ცუდად. იმედია უფროსი არ გეყოლება გათხოვების შემდეგ 🙂 გმადლობ კომენტარისთვის.

  5. უი არ გეყოლებაში ვგულისხმობ იმას, რომ კი გეყოლება შვილი მაგრამ დამჯერი და კარგი ხასიათის :):):):):)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s