ჩემი პრობლემების მოგვარებისთვის 2 გზა მაქვს:

1. თუ გავყიდი იმ ბინას (რომლის გამოც ამდენი ვალი ავიღე) და გადავიხდი ყველა ვალს.

2. ასე 10 წელი უნდა გავუძლო როგორმე უფულობას 🙂

პირველი ვარიანტის დადებითი მხარეები:

  • ფინანსურად გავძლიერდები.
  • ასე დამოკიდებულები აღარ ვიქნები სამსახურებზე და სამსახურში შექმნილ ამინდზე.
  • ჩვენს დროს და ფინანსებს ყველაფრისგან დამოუკიდებლად დავგეგმავ.

უარყოფითი მხარეები:

  • ისევ იქ ვიცხოვრებ სადაც ვარ ახლა, ანუ სივიწროვესა და დისკომფორტში.
  • გვექნება ფული და აღარ გვექნება სახლი 😦
  • რამდენიმე წელიწადი (5 წელი მაინც) ვერ ვიყიდით ბინას/სახლს.

 

მეორე ვარიანტს თუ ავირჩევ, მაშინ უნდა ვიცხოვრო ჩვენს ბინაში, რომელსაც ასე 2 წელში გავარემონტებთ, ყოველ თვე უნდა ვინერვიულო იმაზე, რომ ფული არ გვყოფნის.

უნდა ვინერვიულო იმაზე, რომ ბავშვს როგორმე ვუყიდოთ ის ნივთები და საკვები რაც აუცილებელია მისი ნორმალურად გაზრდისთვის.

უნდა ვინერვიულო იმაზეც რომ ვერ განვითარდი როგორც პროფესიონალი და გავიყინე იმ ადგილზე სადაც ვართ.

და ასე უნდა გაგრძელდეს 10 წელი.

რაც შეეხება ჩემს და ჩემი მეუღლის განათლებას, თუ ჩვენი გეგმის პირველ ვარიანტს ავირჩევთ, მაშინ შევძლებთ საზღვარგარეთ მაგისტრატურის გაკეთებას (იგულისხმება ესტონეთი,  ქ.ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტი)

აბა რას იტყვით? რომელი ვარიანტი ავირჩიოთ? 🙂

Advertisements

მიხარია…

გაზაფხულის მოსვლა მიხარია 🙂

რომ თბილა მიხარია.

რომ ვიღიმი მიხარია.

ყვავილები მიხარია.

ფერები მიხარია.

სიცოცხლე მიხარია.

რომ მიყვარს მიხარია.

ვიცი ყველა პრობლემა მოგვარდება,ესეც მიხარია 🙂








უბრალოდ ჩემი პრობლემები.

შემრცხვა როცა ამ დილით ვნახე, რომ გუშინ 32 ადამიანმა ნახა ჩემი ბლოგი და ახალი ვერაფერი იხილა 🙂

ახალ ბევრი იმართლებს თავს: არ მცალია ან დეპრესია მაქვს. მე კი ორივე მჭირს.

ამიტომ გადავწყვიტე დავეხმარო ჩემს თავს. ბავშვობიდან ასეთი ჩვევა მაქვს, როცა საკუთარ თავს ველაპარაკები და ვუყვები ჩემზე,  მაშინ უფრო ადვილად ვაცნობიერებ ყველაფერს, საერთო სურათს ვხედავ და საკუთარი თავის გაცნობაში მეხმარება.

ჩემი წინა პოსტები საშინელი დეპრესიითაა გაჟღენთილი. ახალ პოსტებს კი ვერ ვწერ. დავწერ რაღაცას, მერე გადავიკითხავ და ვშლი – ეს ვის აინტერესებს მეთქი 🙂

ამიტომ ახლა აღარ წავიკითხავ, ამიტომ ეს პოსტი იქნება – ბევრი ბოდვა და ცოტა აზრი  🙂

მინდა ჩამოვწერო ყველაფერი რამაც გამოიწვია ჩემი ასეთი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა. დარწმუნებული ვარ მივხვდები გზადაგზა სად არის სუსტი რგოლი და დავეხმარები ჩემს თავს.

  • ვიყიდეთ ბინა ბანკის სესხით და ცოტა დანაზოგით, რამაც გამოიწვია უფულობა, დიდი უფულობა. მე ვერ ვიტან უფულობას 🙂
  • ბინა გასარემონტებელია, სჭირდება ისეთი თანხა რასაც 1,5 წელი მაინც სჭირდება რომ მოვაგროვოთ.
  • სადაც ახლა ვცხოვრობ საშინელ დისკომფორტს განვიცდი. რადგან მყავს ისეთი ადამიანი სახლში რომელიც ღიმილით მიწამლავს სიცოცხლის ხალისს.
  • სამსახურში მაქვს ბევრი საქმე, რომელიც აღარ მაინტერესებს.
  • ჩემი მეუღლე 2 წლით სხვა ქვეყანაში მიდის სასწავლებლად 😦 სავარაუდოდ უჩემოთ.
  • ჩემი განათლება დროებით შეჩერდა, სიტყვა დროებით გადაიქცა რამდენიმე წლად 😦
  • ჩემს შვილს უამრავი ნივთი და დრო სჭირდება რომელიც არ მაქვს 😦
  • ჩემი ოცნებები დასამარდა მინ. 5 წლით 😦
  • პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ მრჩება.
  • მომიწევს ჩემი კვების რაციონის შეცვლა, სხვანაირად ვერ მოვიშორებ ზედმეტ კილოგრამებს.
  • ცვლილებების მეშინია 😦 არ ვიცი რას მომიტანს მომავალი.

დასკვა: ჩემი პრობლემაა უფულობა, რომელსაც ჯერჯერობით ვერ მოვაგვარებ. უდროობა-ვერც ამას. დანარჩენს ცოტა შეიძლება ეშველოს 🙂

რა ხდება კარგი?

ჩემი შვილი ჩემზე გიჟდება.

მეუღლეს ისევ ვუყვარვარ და განქორწინებას არ ვაპირებთ :).

  • ძალიან კარგი ბლოგები მაქვს ჩემს ყოველდღიურ საკითხავში.
  • რამდენიმე ადამიანი ყოველდღე ნახულობს ჩემს ბლოგს :).
  • ნელნელა ვძლიერდები და პრობლემების მოგვარების გზებს ვპოულობ.
  • ახლა 3 კვირით შვებულებაში გავდივარ 🙂
  • ჩემს დროს რამდენიმე საათი მოვპარე და ინგლისურის სწავლა დავიწყე.

მაპატიეთ თუ თქვენ ხასიათზე ცუდად იმოქმედა ამ პოსტმა 🙂 მე კი ნამდვილად უკეთესად ვგრძნობ თავს.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის 🙂