ჩემი პრობლემების მოგვარებისთვის 2 გზა მაქვს:

1. თუ გავყიდი იმ ბინას (რომლის გამოც ამდენი ვალი ავიღე) და გადავიხდი ყველა ვალს.

2. ასე 10 წელი უნდა გავუძლო როგორმე უფულობას 🙂

პირველი ვარიანტის დადებითი მხარეები:

  • ფინანსურად გავძლიერდები.
  • ასე დამოკიდებულები აღარ ვიქნები სამსახურებზე და სამსახურში შექმნილ ამინდზე.
  • ჩვენს დროს და ფინანსებს ყველაფრისგან დამოუკიდებლად დავგეგმავ.

უარყოფითი მხარეები:

  • ისევ იქ ვიცხოვრებ სადაც ვარ ახლა, ანუ სივიწროვესა და დისკომფორტში.
  • გვექნება ფული და აღარ გვექნება სახლი 😦
  • რამდენიმე წელიწადი (5 წელი მაინც) ვერ ვიყიდით ბინას/სახლს.

 

მეორე ვარიანტს თუ ავირჩევ, მაშინ უნდა ვიცხოვრო ჩვენს ბინაში, რომელსაც ასე 2 წელში გავარემონტებთ, ყოველ თვე უნდა ვინერვიულო იმაზე, რომ ფული არ გვყოფნის.

უნდა ვინერვიულო იმაზე, რომ ბავშვს როგორმე ვუყიდოთ ის ნივთები და საკვები რაც აუცილებელია მისი ნორმალურად გაზრდისთვის.

უნდა ვინერვიულო იმაზეც რომ ვერ განვითარდი როგორც პროფესიონალი და გავიყინე იმ ადგილზე სადაც ვართ.

და ასე უნდა გაგრძელდეს 10 წელი.

რაც შეეხება ჩემს და ჩემი მეუღლის განათლებას, თუ ჩვენი გეგმის პირველ ვარიანტს ავირჩევთ, მაშინ შევძლებთ საზღვარგარეთ მაგისტრატურის გაკეთებას (იგულისხმება ესტონეთი,  ქ.ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტი)

აბა რას იტყვით? რომელი ვარიანტი ავირჩიოთ? 🙂

Advertisements

2 comments on “

    • ალბად მეც 🙂 მაგრამ სულ ვნერვიულობ რომ ფული არ მეყოფა რომ ბავშვისთვის აუცილებელი რაღაცეების საყიდლად. ჯერ ბოლომდე არ გადაგვიწყვეტია 🙂 აუცილებლად დავწერ რას გავაკეთებთ 🙂
      მადლობ კომენტარისთვის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s