მიმართვა მეწარმეებს, რომელსაც ბუღალტრის დაქირავება სურთ.

მე ბუღალტერი ვარ, არ ვიცი აქამდე  დავწერე თუ არა სადმე, ამიტომ უფრო კარგად რომ ვთქვა, მე ვარ ბუღალტერი და ფინანსისტი ერთად.

საქართველოში ძალიან ცოტა კომპანიას აქვს იმის საშუალება ორივე ერთად დაიქირავოს და მინ. 2 შტატი შექმნას. მე ვთქვი-ცოტას მეთქი, რადგან ვერ ხვდებიან რამხელა მოგება მოაქვს საკითხისადმი ასეთ მიდგომას.

კიდევ ერთს დავამატებ, გარდა იმისა რომ უნდა იყო ბუღალტერი, უნდა იცოდე საგადასახადო კანონმდებლობა, საბაჟო (საჭიროემისამებრ) კანონმდებლობა და სამოქალაქო კოდექსი. ასევე უნდა ფლობდე უცხო ენებს და კომპიუტერს თავისი საბუღალტრო პროგრამებით.

დაახლოებით ხომ შეგექმნათ წარმოდგენა, რა განათლება და უნარები უნდა ჰქონდეს საქართველოში ბუღალტერს?

ახლა კი მინდა გადავიდე მთავარ სათქმელზე, რისთვისაც ამხელა შესავალი დამჭირდა.

ყოველ ნაბიჯზე, რადიოსა თუ ტელევიზიაში მესმის რეკლამა, რომ ასწავლიან ბუღალტერიას 3, 6, 9 თვეში. აძლევენ სერთიფიკატს და უშვებენ ამხელა კონკურენციაში.

ვინც მათ ატრენინგებს ნახევარზე მეტი არაპროფესიონალი ბუღალტერია.

წარმოიდგინეთ ჩემი გაბრაზება მაშინ, როცა მიკავშირდებიან და მთხოვენ 100-150 ლარის ფარგლებში ვაკეთო ის საქმე რასაც მე დაახლოებით სულ მინიმუმ 600-700 ლარს მიხდიან, ეს კი ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს ,,ბაზარზე” გამოსულია უვარგისი, გაუნათლებელი, ცუდად დატრენინგებული ბუღალტერთა თაობა, მათ გამო ჩვენ ვისაც დიდი (რამდენიმე წელი) გამოცდილება აქვს  და   სწავლობდნენ უნივერსიტეტებსა თუ კოლეჯებში გვთავაზობენ მათხოვრულ ანაზღაურებას.

კარგით რა ხალხო, კარგით რა!

ბევრს არ უმართლებს და საშინელ ანაზღაურებაზე უწევს მუშაობა.  ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს უნდა დააკანონოთ. თუ გინადათ კარგი ბუღალტერი/ფინასისტი/მოლარე-ოპერატორი მაშინ უნდა გადაიხადოთ კიდეც რეალური ხელფასი.

შრომის ანაზღაურებას ნუ საზღვრავთ იმ ახლადგამოჩეკილი ”ბუღალტრებით” 3-6-9 თვეში რომ იბადებია და ქრებიან 🙂

რაც შეეხება იმ წვრილ მეწარმეებს საკაშვილის ესოდენ სასარგებლო და საჭირო შეღავათებით რომ ისარგებლეს, გაანძრიეთ ცოტა ტვინი და თვითონ ისწავლოთ ის მინიმუმი რაც აუცილებელია თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის, ყველა ბუღალტერს ნუ სთხოვთ, ვინც თქვენს დაწესებულებაში შემოვა, რომ 20 ლარად დაგეხმარონ :(. აქვე მინდა გთხოვოთ, რომ არ შეიძლება კლიენტს უთხრა, რომ ჩეკს და ზედნადებს არ მისცემ, იმიტომ რომ გეშინია გადასახადი არ გადაგახდევინოს სახელმწიფომ. მაშინ როცა სულ გაიძახით, რომ ”საქართველოს უამრავი ვალი აქვს”, ”რას ქვიშვრება ეს მთავრობა” , ”ხალხს უჭირს და ესენი გზებს აგებენ” და ასე შემდეგ- მაპატიეთ, მაგრამ  ღორი ხართ.

ჩემი ასეთი განწყობა გამოიწვია იმ რამდენიმე ათეულმა შემთხვევამ (მათხოვრობამ) რომელმაც ბოლომდე გადამიყვანა ჭკუიდან.  ჩემი გამოცდილებისა და განათლების ბუღალტერს ნამდვილად არ უნდა მიბედავდნენ 20ლარიანი შეკვეთებით შეწუხებას.

რაც მთავარია, თუ მხოლოდ 20-50 ლარი გაქვთ გამოყოფილი ბუღალტრებისთვის :), მაშინ შესაფერისი კანდიდატი მოძებნეთ, გასაგებია რომ ყველას კარგი სპეციალისტი სჭირდება მაგრამ მაინც 🙂

მაპატიეთ ამ დაძაბული განწყობისთვის, მაგრამ ასეთ უმადურ და ძუნწ დამქირავებლებს სხვანაირად როგორ ვუპასუხო?

პს. დიდი მადლობა ჩემს კომპანიას, რომლის სახელს არ გავახმოვანებ,  თანამშრომლების მზრუნველობისთვის და დაფასებისთვის, რაც მასაც უფასდება კიდეც.

Advertisements

რა ჰქვია ამას?

ძარცვა,  ყვლეფა, წაგლეჯვა და კიდევ უნდა გავიხსენო ასეთი სიტყვები რომ კარგად დავახასიათო დღევანდელი ბანკები, უაზროდ გაზრდილი პროცენტებით და გაბერილი გადასახადებით. თითქოს ეს საკმარისი არ იყო, ოპერატორებიც კი იტყუებიან.

ახლა კონკრეტულად მოვყვები რატომ ვარ ასე გაცეცხლებული:

თბს ბანკი- იცოდით რომ უბრალოდ ცნობის აღება რომელიც იბეჭდება ჩვეულებრივ ა4 ქაღალდზე და ერთი საწყალი ხელმოწერა-ბეჭედი სჭირდება 20 ლარი ღირს? მე არა. ახლა უკვე ვიცი. ყველაფერი მესმის, მაგრამ ასე თავის დაფასება?
სარეცხი მანქანა ვიყიდე 0 პროცენტიანი განვადებით, ნუ ასე მითხრა თბს ბანკის ოპერატორმა, გავგიჟდი სიხარულისგან. მაშინვე ვიყიდე, ძალიან შევცდი რომ ის 10 ფურცელი მაშინვე არ წავიკითხე იმ 15 ერთად კაცში რიგში რომ იდგა, იმიტომ რომ მომატყუეს. დიახ მომატყუეს, სინამდვილეში 28 % მომყიდეს, ეს გავიგე მაშინ როცა პირველი გადასახადი მომიწია და აშკარად მებევრა.  დებილი არ გეგონოთ, შეიძლება თქვათ რატომ მერე მაინც არ წაიკითხაო, იმიტომ რომ 6 წელია თბს ბანკის კლიენტი ვარ და არ მეგონა ასე თუ მომექცეოდნენ.

ნუ ის რომ ბარათების საკომისიო თუ ღირებულება ასე ძვირი ღირს ხომ სასაცილოა, არადა რამდენიმე ლარი ჯდება (მაგ. პრაიმ ქარდი ღირს 40 ლარი წელიწადში)

”დიდი მადლობა” თბს ბანკს.

რაც შეეხება ტაო პრივატ ბანკს, მაპატიეთ მაგრამ დავალიანების ცნობა  30 ლარი ეღირება რა ქვია მაგას?

საქართველოს ბანკი  პატიოსნად მოიქცა 🙂 , ფული არ გამომართვა რადგან ამექსი მქონდა გამოყენებული.  თან  1 კვირის დაგვიანებაზე მხოლოდ ათი ლარი დამარიცხა ჯარიმა ( სხვა ბანკები მინ. 30 ლარს გადამახდევინებდნენ)

ბანკი რესპუბლიკა- მაგათ რომ მენეჯმენტი  აქვთ – ღმერთმა გაშოროთ მაგათთან იპოთეკური სესხის აღებისაგან იმიტომ, რომ 45 დღე მაგათ გადაწყვეტილებას ველოდებოდით, როდის იკადრებდნენ რომ საბუთებისთვის გადაეხედათ. დაგვიმტკიცეს როგორც იქნა, თუმცა მე და ჩემს მეუღლეს ისეთი ხელფასები გვაქვს რომ სრულიად ვაკმაყოფილებდით პირობებს.

ზემოთ ჩამოთვლილ ბანკებში ისეთი რიგია მინ. 30 წუთი მჭირდება, რომ ოპერატორთან როგორმე მოვხვდე. არ ვიცი ამ პოსტს ვინმე კომპეტენტური, ამ საკითხში, წაიკითხავს თუ არა, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო, ხოდა გთხოვთ, გთხოვთ კი არა მოვითხოვ დაამატეთ ოპერატორები, და ა მა ტეთ!

სხვა ბანკებთან მხოლოდ ფულის გამოტანის გამოცდილება მაქვს და ვერაფერს დავწერ.

ეს პოსტი ნამდვილად არ შეუკვეთია საქართველოს ბანკს, აბა მე ვინ რას დამიკვეთავს? 2-3 ”მკითხველი” თუ მომეძევება 🙂

პ.ს. გმადლობთ ვინც წაიკითხეთ ეს გაბრაზებული პოსტი. 🙂