I’m back

th

იმ ადამიანებს მივესალმები, რომლებიც სისტემატიურად ამოწმებენ/ამოწმებდნენ ჩემს ბლოგს.

ძალიან მომინდა ბლოგზე დაბრუნება და წერა, პრობლემებს სრულად მიაქვს ჩემი თავისუფალი დრო.

შემოვედი და ვფიქრობდი, თუნდაც არავინ რომ არ წაიკითხოს, რამეს დავწერ და ისე გავალ მეთქი. და უცებ – ყოვედღიური ვიზიტორების რაოდენობა, არცერთი დღე არ იყო ჩავარდნილი.

ძალიან მცხვენია თქვენი, არ ვიცი ელოდებოდით ახალ პოსტს თუ არა, მაგრამ მე მცხვენია რომ ასეთი სუსტი აღმოვჩნდი და დავივიწყე ბლოგი – რომელთანაც ამდენი გეგმა მაკავშირებდა.

ყველა ჩემი პოსტი წავიკითხე, თითქოს სხვის დაწერილს ვკითხულობდი. რა სამწუხაროა.

შევიცვალე, გავიზარდე, და დავბრუნდი :).

Advertisements

მიმოხილვა.

რამდენიმე კვირაა რაც დავიკარგე და აღარ გეხმიანებით 🙂

მინდა პატარა მიმოხილვა გავაკეთო მათთვის ვინც სულ ცოტათი მაინც გულშემატკივრობდა ამდენი პრობლემების გადამკიდე.

პირველ რიგში ყველაზე მეტად ჩემი ფინანსური პრობლემები მაწუხებდა და სულ ამაზე ვლაპარაკობდი თქვენთანაც. ამიტომ გეტყვით რომ ჩემი სოფლის სახლის გაყიდვა გადავწყვიტე და ასე მოვაგვარებ ნაწილობრივ ამ პრობლემას, ამ ამბავში კარგი ისაა, რომ ქალაქში ბინა შევინარჩუნე რომელიც იპოთეკით ვიყიდე, სოფლის სახლზე გაცილებით პაწუკაა, მაგრამ მოსახერხებელია და თან ვერ ვიმეტებთ გასაყიდად რიგი მიზეზების გამო.

სამსახურში ყველაფერი კარგად მაქვს, მიხარია, ცოტა საქმეები დამიგროვდა და ვიზარმაცე ჩემი დეპრეესიის ფონზე, მაგრამ ვიცი გამოვძვრები 🙂

ჩემი ქალბატონი სულ უფრო ჭკვიანდება და ცელქდება, ჩემს გარდა ყველას ეჩხუბება 🙂

რამდენიმე დღეში კარგ ივენთზე მივდივარ, იმედი მაქვს გავერთობი 🙂

პ.ს. ამ ყველაფრის ფონზე ჩეკების გათამაშებაშიც კი ვერ მოვიგე 5 ლარი. არასოდეს არ მწყალობს ბედი 🙂

ეს კი თქვენ 🙂

 

ჩემი პრობლემების მოგვარებისთვის 2 გზა მაქვს:

1. თუ გავყიდი იმ ბინას (რომლის გამოც ამდენი ვალი ავიღე) და გადავიხდი ყველა ვალს.

2. ასე 10 წელი უნდა გავუძლო როგორმე უფულობას 🙂

პირველი ვარიანტის დადებითი მხარეები:

  • ფინანსურად გავძლიერდები.
  • ასე დამოკიდებულები აღარ ვიქნები სამსახურებზე და სამსახურში შექმნილ ამინდზე.
  • ჩვენს დროს და ფინანსებს ყველაფრისგან დამოუკიდებლად დავგეგმავ.

უარყოფითი მხარეები:

  • ისევ იქ ვიცხოვრებ სადაც ვარ ახლა, ანუ სივიწროვესა და დისკომფორტში.
  • გვექნება ფული და აღარ გვექნება სახლი 😦
  • რამდენიმე წელიწადი (5 წელი მაინც) ვერ ვიყიდით ბინას/სახლს.

 

მეორე ვარიანტს თუ ავირჩევ, მაშინ უნდა ვიცხოვრო ჩვენს ბინაში, რომელსაც ასე 2 წელში გავარემონტებთ, ყოველ თვე უნდა ვინერვიულო იმაზე, რომ ფული არ გვყოფნის.

უნდა ვინერვიულო იმაზე, რომ ბავშვს როგორმე ვუყიდოთ ის ნივთები და საკვები რაც აუცილებელია მისი ნორმალურად გაზრდისთვის.

უნდა ვინერვიულო იმაზეც რომ ვერ განვითარდი როგორც პროფესიონალი და გავიყინე იმ ადგილზე სადაც ვართ.

და ასე უნდა გაგრძელდეს 10 წელი.

რაც შეეხება ჩემს და ჩემი მეუღლის განათლებას, თუ ჩვენი გეგმის პირველ ვარიანტს ავირჩევთ, მაშინ შევძლებთ საზღვარგარეთ მაგისტრატურის გაკეთებას (იგულისხმება ესტონეთი,  ქ.ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტი)

აბა რას იტყვით? რომელი ვარიანტი ავირჩიოთ? 🙂

მიხარია…

გაზაფხულის მოსვლა მიხარია 🙂

რომ თბილა მიხარია.

რომ ვიღიმი მიხარია.

ყვავილები მიხარია.

ფერები მიხარია.

სიცოცხლე მიხარია.

რომ მიყვარს მიხარია.

ვიცი ყველა პრობლემა მოგვარდება,ესეც მიხარია 🙂








უბრალოდ ჩემი პრობლემები.

შემრცხვა როცა ამ დილით ვნახე, რომ გუშინ 32 ადამიანმა ნახა ჩემი ბლოგი და ახალი ვერაფერი იხილა 🙂

ახალ ბევრი იმართლებს თავს: არ მცალია ან დეპრესია მაქვს. მე კი ორივე მჭირს.

ამიტომ გადავწყვიტე დავეხმარო ჩემს თავს. ბავშვობიდან ასეთი ჩვევა მაქვს, როცა საკუთარ თავს ველაპარაკები და ვუყვები ჩემზე,  მაშინ უფრო ადვილად ვაცნობიერებ ყველაფერს, საერთო სურათს ვხედავ და საკუთარი თავის გაცნობაში მეხმარება.

ჩემი წინა პოსტები საშინელი დეპრესიითაა გაჟღენთილი. ახალ პოსტებს კი ვერ ვწერ. დავწერ რაღაცას, მერე გადავიკითხავ და ვშლი – ეს ვის აინტერესებს მეთქი 🙂

ამიტომ ახლა აღარ წავიკითხავ, ამიტომ ეს პოსტი იქნება – ბევრი ბოდვა და ცოტა აზრი  🙂

მინდა ჩამოვწერო ყველაფერი რამაც გამოიწვია ჩემი ასეთი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა. დარწმუნებული ვარ მივხვდები გზადაგზა სად არის სუსტი რგოლი და დავეხმარები ჩემს თავს.

  • ვიყიდეთ ბინა ბანკის სესხით და ცოტა დანაზოგით, რამაც გამოიწვია უფულობა, დიდი უფულობა. მე ვერ ვიტან უფულობას 🙂
  • ბინა გასარემონტებელია, სჭირდება ისეთი თანხა რასაც 1,5 წელი მაინც სჭირდება რომ მოვაგროვოთ.
  • სადაც ახლა ვცხოვრობ საშინელ დისკომფორტს განვიცდი. რადგან მყავს ისეთი ადამიანი სახლში რომელიც ღიმილით მიწამლავს სიცოცხლის ხალისს.
  • სამსახურში მაქვს ბევრი საქმე, რომელიც აღარ მაინტერესებს.
  • ჩემი მეუღლე 2 წლით სხვა ქვეყანაში მიდის სასწავლებლად 😦 სავარაუდოდ უჩემოთ.
  • ჩემი განათლება დროებით შეჩერდა, სიტყვა დროებით გადაიქცა რამდენიმე წლად 😦
  • ჩემს შვილს უამრავი ნივთი და დრო სჭირდება რომელიც არ მაქვს 😦
  • ჩემი ოცნებები დასამარდა მინ. 5 წლით 😦
  • პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ მრჩება.
  • მომიწევს ჩემი კვების რაციონის შეცვლა, სხვანაირად ვერ მოვიშორებ ზედმეტ კილოგრამებს.
  • ცვლილებების მეშინია 😦 არ ვიცი რას მომიტანს მომავალი.

დასკვა: ჩემი პრობლემაა უფულობა, რომელსაც ჯერჯერობით ვერ მოვაგვარებ. უდროობა-ვერც ამას. დანარჩენს ცოტა შეიძლება ეშველოს 🙂

რა ხდება კარგი?

ჩემი შვილი ჩემზე გიჟდება.

მეუღლეს ისევ ვუყვარვარ და განქორწინებას არ ვაპირებთ :).

  • ძალიან კარგი ბლოგები მაქვს ჩემს ყოველდღიურ საკითხავში.
  • რამდენიმე ადამიანი ყოველდღე ნახულობს ჩემს ბლოგს :).
  • ნელნელა ვძლიერდები და პრობლემების მოგვარების გზებს ვპოულობ.
  • ახლა 3 კვირით შვებულებაში გავდივარ 🙂
  • ჩემს დროს რამდენიმე საათი მოვპარე და ინგლისურის სწავლა დავიწყე.

მაპატიეთ თუ თქვენ ხასიათზე ცუდად იმოქმედა ამ პოსტმა 🙂 მე კი ნამდვილად უკეთესად ვგრძნობ თავს.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის 🙂

My Inspiration!

იყავი ბედნიერი ახლა…

ნუ უცდი უნივერსტეტის დამთავრებას,

შეყვარებას,

სამსახურის პოვნას,

დაქორწინებას,

შვილების ყოლას,

მათ დაბინავებას,

ზედმეტი ათი კილოს დაკლებას.

ნუ უცდი პარასკევ საღამოს, ან კვირა დილას.

ნუ უცდი როდის მოვა გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ან ზამთარი.

ბედნიერებისათვის დღევანდელ დღეზე შესაფერისი მომენტი არ არსებობს.

ბედნიერება პროცესია და არა მიმართულება.

ისე იმუშავე, თითქოს ფული სულ არ გჭირდება,

ისე შეიყვარე თითქოს გული არასოდეს უტკენიათ,

ისე იცეკვე, თითქოს ვერავინ გხედავს.

გახსოვდეს, კანი ჭკნება, თმა თეთრდება, დღეები კი წლებად იქცევიან. მაგრამ ის, რაც უმთვრესია არ იცვლება, შენს ძალასა და აზროვნებას ასაკი არ გააჩნია.

შენი სული ის ბუმბულია, რომელიც აბლაბუდებს არღვევს,

ყველა დასასრულის უკან ახალი დასაწყისია,

ყველა შედეგის უკან – ახალი მიზანი.

ვიდრე ცოცხალი ხარ იცოცხლე.

წინ წადი მაშინაც კი, როცა უკვე ყველას ჰგონია, რომ დაეცემი…

დედა ტერეზა

 

”მშვიდობა ღიმილით იწყება”

მე-XX საუკუნეში დაიბადა ქალბატონი, რომელმაც თავი შესწირა სხვა ადამიანებზე ზრუნვას.დედა ტერეზა სიკვდილის შემდეგ კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.სიცოცხლეში კი მან მიიღო ნობელის პრემია ჰუმანიტარული საქმიანობისთვის, ინდური ორდენი ”ლოტოსის ქალბატონი”, თავისუფლების მედალი-რონალდ რეიგანისგან და რომის პაპი პავლე IV-სგან რომის პაპი იოანე XXIII-ის ჯილდო მშვიდობის სამსახურში გულმხურვალე დგომისთვის.

რისთვის დაიმსახურა დედა ტერეზამ ასე დიდი აღიარება? იმისთვის, რომ ის 40 წელი კალკუტაში (ინდოეთი) ობლებს, დავრდომილებს და ღარიბ ადამიანებზე ზრუნავდა. იმისთვის, რომ მან დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია ”ქველმოქმედების მისიონერი”, რომელსაც ამჟამად 400 ფილიალი და 700 გაჭირვებულთა თავშესაფარი გააჩნია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში.

დედა ტერეზას გამონათქვამები კი  ხალხის საგანძურია, რომელითაც ის ადამიანებს სიკეთის, რწმენის, სიყვარულის და ჰუმანიზმისკენ მოუწოდებს.

მისი ციტატების წყალობით გავიცანი დედა ტერეზა. მისით მოვიხიბლე და ჩემთვის სიკეთის იდეალი გახდა. მინდა რამდენიმე გამონათქვამი თქვენც გაგიზიაროთ, მათი წაკითხვის შემდეგ მე უფრო უკეთესი გავხდი.

“სად არის ჩემი რწმენა? სადღაც შიგნით სიღრმეშიც… კი არ არის არაფერი სიცარიელისა და სიბნელის გარდა… თუ ღმერთი არსებობს–გთხოვ შემინდე. როდესაც მე ვცდილობ ჩემი ფიქრი ზეცას შევუერთო, მიჩნდება ისეთი განცდა, თითქოს ეს აზრები ისევე მე მიბრუნდებიან, მიბრუნდებიან ბასრ დანებად, რომლებიც ჩემ სულ მოუშუშებელ იარებს აყენებენ… ო როგორი მტკივნეულია ეს შეუცნობელი ტკივილი–მე არ მაქვს რწმენა. უარყოფილი, სიცარიელე, ურწმუნოება, ყოვლგვარი სურვილის გარეშე… რისთვის ვიბრძვი მე? თუ არ არსებობს ღმერთი, ვერ იარსებებს სული. თუ არ არსებობს სული, მაშინ არც შენ არსებობ იესო.”

”ადამიანები სულელები, ალოგიკურები და ეგოისტები არიან; არა უშავს შეუნდეთ მათ.”

”თუ თქვენ გააკეთეთ სიკეთე და ხალხმა ბრალი დაგდოთ საიდუმლო პირად მიზნებში; არა უშავს, აკეთეთ სიკეთე.”

”თუ თქვენ მიაღწიეთ წარმატებას და გამოგიჩნდენ ცრუ მეგობრები და ნამდვილი მტრები; არა უშავს, მიაღწიეთ წარმატებას.”

”თუ თქვენ პატიოსანი და გულღია ხართ, ხალხი მოგატყუებთ თქვენ; არა უშავს, იყავით პატიოსანი და გულღია.”

”რასაც თქვენ აშენებდით წლობით, ის შეიძლება ერთ წუთში დაინგრეს; არა უშავს, აშენეთ.”

”თუ თქვენ მოიპოვეთ ბედნიერება, სხვებს შეშურდებათ; არა უშავს, იყავით ბედნიერი.”

”სიკეთე, რომელიც თქვენ დღეს გააკეთეთ, ხალხი მას ხვალ უკვე დაივიწყებს; არა უშავს აკეთეთ სიკეთე.”

”იყავით განსხვავებული ხალხისგან საუკეთესოთი რაც გაგაჩნიათ, თუმცა ეს არასდროს არ იქნება საკმარისი; არა უშავს, გამოეყავით მათ საუკეთესოთი. საბოლოოდ რასაც თქვენ აკეთებთ ხალხს არ სჭირდება; ეს მხოლოდ თქვენ და ღმერთს გჭირდებათ; ილოცეთ ერთად და უერთგულეთ მარტომ.”

”ჩვენთვის არ არსებობს განსხვავება ეროვნებაში, კანის ფერში, რელიგიაში. ყველა ადამიანი ჩვენთვის ღვთის შვილია. ყველა იმსახურებს ჩვენს დახმარებას, ყველა შექმნილია რათა უყვარდეს და უყვარდეთ. ქველმოქმედება–ეს არის დიდი ძალა, რომელიც აკავშირებს და აერთიანებს ადამიანებს. ქველმოქმედება აახლოვებს და ამეგობრებს. მხოლოდ ქველმოქმედებას ძალუძს აღაფრთოვანოს ყოველი სულიერი, რადგან ეს საქმე უფლის ხელიდან მომდინარეობს.”

“თქვენ ხართ მატერიალურად უზრუნველყოფილი, თქვენ გაქვთ ყველაფერი ამ ქვეყანაზე, მაგრამ თქვენი გული მწუხარებით სავსეა. დავუშვათ თქვენ არ განაღვლებთ ის რაც არ გაქვთ–უბრალოდ მიდით ადამიანებთან და მოაქციეთ მათი ხელი თქვენსაში, გამოხატეთ სიყვარული. თქვენ თუ ამ რჩევას დაყვებით, თქვენ იბრწყინებთ როგორც შუქურა.”

“თუ არ შეგიძლია რომ ათასი ადამიანი გამოკვებო, მიეცი სარჩო-საბადებელი მხოლოდ ერთს მაინც.”

”მოდით, ერთმანეთს ყოველთვის ღიმილით შევხვდეთ. ღიმილი სიყვარულის დასაწყისია.”

”მოდით, ნუ ვიქნებით კმაყოფილნი მხოლოდ ფულის გაცემით. მხოლოდ ფული არაა საკმარისი. ის შეიძლება მიიღონ, მაგრამ ადამიანებს თქვენ ფულზე მეტად თქვენი გული და სიყვარული სჭირდებათ. ასე, რომ განავრცეთ ყველგან თქვენი სიყვარული, სადაც კი ფეხს დადგამთ.”

”მარტოობა და შეგრძნება იმისა, რომ საჭირო არ ხარ, ყველაზე საშინელი სიღარიბეა”.

”ჩვენ შესაძლოა არც კი გვქონდეს გაცნობიერებული ის, თუ რამხელა რამე შეუძლია ერთ უბრალო გაღიმებას.”

”მშვიდობის ყველაზე დიდი გამანადგურებელი არის აბორტი, რადგანაც თუ დედას თავისი შვილის მოკვლა შეუძლია, რამ უნდა შემაკავოს მე რომ მოგკლათ თქვენ და თქვენ, რომ მომკლათ მე?”

”ჩვენ შესაძლოა ვფიქრობთ, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული ესა თუ ის საქმე ზღვაში წვეთია, მაგრამ ზღვა ამ წვეთის გარეშე უფრო პატარა იქნებოდა.”

”ჩვენ გვესაჭიროება მოვძებნოთ ღმერთი და იგი ვერ მოიძებნება ხმაურსა და მოუსვენრობაში. ღმერთი სიწყნარის მეგობარია. შეხედეთ ხეებს, ყვავილებსა და ბალახს, თუ როგორ იზრდებიან ისინი სიწყნარეში. შეხედეთ, ვარსკვლავებს, მთვარესა და მზეს, როგორ მოძრაობენ სიწყნარეში. ჩვენ გვესაჭიროება სიწყნარე, რათა შევძლოთ მივწვდეთ სულებს.”

”ალბათ არის იმის მიზეზი თუ რატომ ცხოვრობს ზოგიერთი შეძლებულად. მათ როგორც ჩანს იშრომეს ამ კარგი ცხოვრების შესაქმნელად. მე მხოლოდ იმაზე ვბრაზდები, როცა ვუყურებ დაუდევრობას, როცა ადამიანები ნაგავში ყრიან ისეთ რაღაცეებს, რომელთა გამოყენებაც შეიძლება.”

”მეფური ნაბიჯია წამოაყენო დაცემული.”

არ მინდა თავი მოგაწყინოთ ფაქტებით, ბევრი ლაპარაკით, მაგრამ მე როცა ყველაზე მეტად მიჭირს სწორედ მაშინ მეხმარება დედა ტერეზა – ქალი რომელიც ცხოვრობდა იმისთვის, რომ სხვას ეცოცხლა.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

დეპრესიული პოსტი.

დავიკარგე…

დავიკარგე პრობლემებში, მათ მოგვარებაში დავხარჯე მთელი ჩემი ენერგია და დრო, მაინც არ გამოვიდა ისე, როგორც ვგეგმავდი.

ჩემი მეგობრები და ახლობლები მენატრებიან.

განწყობა-დეპრესიული.

ამიტომ არ ვწერდი ბლოგზე არაფერს, არ მინდა იმ ადამიანებსაც გადავდო დეპრესია რომლებიც თუნდაც შემთხვევით მოხვდებიან აქ.

უამრავი გეგმა მქონდა ბლოგთან დაკავშირებით, ახლა მხოლოდ სხვის ბლოგებს ვკითხულობ 🙂 რამდენიმე ახალი ბლოგი აღმოვაჩინე 🙂 სასიამოვნოდ გაოცებული ვარ.

ჩემი პატარა კარგადაა, უკვე პირველი კიჭი ამოუვიდა 🙂

შევეცდები მალე დავბრუნდე, იდეებით და სასიამოვნო განწყობით 🙂

 

გილოცავთ :)

ძალიან მომწომს ევროპის და ამერიკის შ.შ. ტრადიცია თუ როგორ აღნიშნავენ  შობა-ახალ წელს, ჩვენ კი მხოლოდ საახალწლო სუფრით და ნაძვის ხით შემოვიფარგლებით (უმეტესობა ასეა). რატომ არ შეიძლება ჩვენც უფრო ლამაზი გავხადოთ ეს 2 დღე წელიწადში? ძალიან მაკლია საშობაოდ მორთული ქუჩები, სახლები, ხეები…ოჯახური ტრადიციები.

კარგი იქნება თუ შობაც ერთი გვექნება და ახალი წელიც.

გილოცავ ძველით ახალ წელს 🙂 გისურვებთ წარმატებებს და ბევრ სითბოს, სიხარულს და ჯამრთელობას.

This slideshow requires JavaScript.

რას ფიქრობენ მეგობრები შენზე?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოდგა ეს ”გამოკითხვა”, რადგან თავად შეიძლებოდა შემელამაზებინა, დამემალა ნაკლი. ახლა ზუსტად ვიცი რას ფიქრობენ ჩემზე და რაც არ მომეწონება შემიძლია შევცვალო.

ჩემი მეგობრები ერთმანეთის მეგობრები არ არიან (ნუ ყველა მაინც), ამიტომ მათი აზრი არის დამოუკიდებელი იმისაგან თუ რას ფიქრობენ ჩემი სხვა მეგობრები.  ბევრი ნაკლი მქონია, და მათი უმეტესობა ყველასთვის ერთი და იგივე ყოფილა.

დიდი მადლობა რომ გიყვარვარ, დიდი მადლობა რომ მიტან! თქვენ ჩემი ნამდვილი მეგობრები ხართ 🙂

მინდა უკეთესი ვიყო ვიდრე ვარ.

რაც მთავარია სირაქლემას პოზიციაში ვერასოდეს მნახავთ 🙂

თქვენზე რას ფიქრობენ მეგობრები?