victoria’s secret 2011 fashion show

This slideshow requires JavaScript.

ვიქტორია სეკრეტის ყოველი შოუ ჩემთვის ნამდვილი ხელოვნების დღესასწაულია.  წელს იმედმა გაგვანებივრა, დიდი მადლობა მათ. არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ მე როცა ვუყურებ ასეთ ნამუშევარს, კრეატიულობას, სიფაქიზეს და ულამაზეს გოგოებს – ვფიქრობ ისინი ნამდვილად იმსახურებენ ანგელოზის ტიტულს 🙂

ნახეთ და თქვენ თვითონ შეაფასეთ 🙂

ნაწილი 1

ნაწილი 2

ნაწილი 3

Advertisements

გილოცავთ :)

ძალიან მომწომს ევროპის და ამერიკის შ.შ. ტრადიცია თუ როგორ აღნიშნავენ  შობა-ახალ წელს, ჩვენ კი მხოლოდ საახალწლო სუფრით და ნაძვის ხით შემოვიფარგლებით (უმეტესობა ასეა). რატომ არ შეიძლება ჩვენც უფრო ლამაზი გავხადოთ ეს 2 დღე წელიწადში? ძალიან მაკლია საშობაოდ მორთული ქუჩები, სახლები, ხეები…ოჯახური ტრადიციები.

კარგი იქნება თუ შობაც ერთი გვექნება და ახალი წელიც.

გილოცავ ძველით ახალ წელს 🙂 გისურვებთ წარმატებებს და ბევრ სითბოს, სიხარულს და ჯამრთელობას.

This slideshow requires JavaScript.

რას ფიქრობენ მეგობრები შენზე?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოდგა ეს ”გამოკითხვა”, რადგან თავად შეიძლებოდა შემელამაზებინა, დამემალა ნაკლი. ახლა ზუსტად ვიცი რას ფიქრობენ ჩემზე და რაც არ მომეწონება შემიძლია შევცვალო.

ჩემი მეგობრები ერთმანეთის მეგობრები არ არიან (ნუ ყველა მაინც), ამიტომ მათი აზრი არის დამოუკიდებელი იმისაგან თუ რას ფიქრობენ ჩემი სხვა მეგობრები.  ბევრი ნაკლი მქონია, და მათი უმეტესობა ყველასთვის ერთი და იგივე ყოფილა.

დიდი მადლობა რომ გიყვარვარ, დიდი მადლობა რომ მიტან! თქვენ ჩემი ნამდვილი მეგობრები ხართ 🙂

მინდა უკეთესი ვიყო ვიდრე ვარ.

რაც მთავარია სირაქლემას პოზიციაში ვერასოდეს მნახავთ 🙂

თქვენზე რას ფიქრობენ მეგობრები?

რა ჰქვია ამას?

ძარცვა,  ყვლეფა, წაგლეჯვა და კიდევ უნდა გავიხსენო ასეთი სიტყვები რომ კარგად დავახასიათო დღევანდელი ბანკები, უაზროდ გაზრდილი პროცენტებით და გაბერილი გადასახადებით. თითქოს ეს საკმარისი არ იყო, ოპერატორებიც კი იტყუებიან.

ახლა კონკრეტულად მოვყვები რატომ ვარ ასე გაცეცხლებული:

თბს ბანკი- იცოდით რომ უბრალოდ ცნობის აღება რომელიც იბეჭდება ჩვეულებრივ ა4 ქაღალდზე და ერთი საწყალი ხელმოწერა-ბეჭედი სჭირდება 20 ლარი ღირს? მე არა. ახლა უკვე ვიცი. ყველაფერი მესმის, მაგრამ ასე თავის დაფასება?
სარეცხი მანქანა ვიყიდე 0 პროცენტიანი განვადებით, ნუ ასე მითხრა თბს ბანკის ოპერატორმა, გავგიჟდი სიხარულისგან. მაშინვე ვიყიდე, ძალიან შევცდი რომ ის 10 ფურცელი მაშინვე არ წავიკითხე იმ 15 ერთად კაცში რიგში რომ იდგა, იმიტომ რომ მომატყუეს. დიახ მომატყუეს, სინამდვილეში 28 % მომყიდეს, ეს გავიგე მაშინ როცა პირველი გადასახადი მომიწია და აშკარად მებევრა.  დებილი არ გეგონოთ, შეიძლება თქვათ რატომ მერე მაინც არ წაიკითხაო, იმიტომ რომ 6 წელია თბს ბანკის კლიენტი ვარ და არ მეგონა ასე თუ მომექცეოდნენ.

ნუ ის რომ ბარათების საკომისიო თუ ღირებულება ასე ძვირი ღირს ხომ სასაცილოა, არადა რამდენიმე ლარი ჯდება (მაგ. პრაიმ ქარდი ღირს 40 ლარი წელიწადში)

”დიდი მადლობა” თბს ბანკს.

რაც შეეხება ტაო პრივატ ბანკს, მაპატიეთ მაგრამ დავალიანების ცნობა  30 ლარი ეღირება რა ქვია მაგას?

საქართველოს ბანკი  პატიოსნად მოიქცა 🙂 , ფული არ გამომართვა რადგან ამექსი მქონდა გამოყენებული.  თან  1 კვირის დაგვიანებაზე მხოლოდ ათი ლარი დამარიცხა ჯარიმა ( სხვა ბანკები მინ. 30 ლარს გადამახდევინებდნენ)

ბანკი რესპუბლიკა- მაგათ რომ მენეჯმენტი  აქვთ – ღმერთმა გაშოროთ მაგათთან იპოთეკური სესხის აღებისაგან იმიტომ, რომ 45 დღე მაგათ გადაწყვეტილებას ველოდებოდით, როდის იკადრებდნენ რომ საბუთებისთვის გადაეხედათ. დაგვიმტკიცეს როგორც იქნა, თუმცა მე და ჩემს მეუღლეს ისეთი ხელფასები გვაქვს რომ სრულიად ვაკმაყოფილებდით პირობებს.

ზემოთ ჩამოთვლილ ბანკებში ისეთი რიგია მინ. 30 წუთი მჭირდება, რომ ოპერატორთან როგორმე მოვხვდე. არ ვიცი ამ პოსტს ვინმე კომპეტენტური, ამ საკითხში, წაიკითხავს თუ არა, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო, ხოდა გთხოვთ, გთხოვთ კი არა მოვითხოვ დაამატეთ ოპერატორები, და ა მა ტეთ!

სხვა ბანკებთან მხოლოდ ფულის გამოტანის გამოცდილება მაქვს და ვერაფერს დავწერ.

ეს პოსტი ნამდვილად არ შეუკვეთია საქართველოს ბანკს, აბა მე ვინ რას დამიკვეთავს? 2-3 ”მკითხველი” თუ მომეძევება 🙂

პ.ს. გმადლობთ ვინც წაიკითხეთ ეს გაბრაზებული პოსტი. 🙂

პირდაპირობა ცუდია?

არ ვიცი რითი დავიწყო, მე სერიოზული პრობლემა მაქვს? თუ ღირსება(მქონდა)?

ვარ პირდაპირი ადამიანი, უფრო სწორედ ვიყავი, ვამბობდი იმას რასაც ვფიქრობდი, ნუ 90% მაინც (უწმაწურ სიტყვებს ვინახავდი ალბად 🙂 ). წლები ვცხოვრობდი ასე, მართალია ამის გამო უხეშადაც მთვლიდნენ, ,,მწარედაც” თავხედიც ვიყავი ალბათ (მე ასე არ ვფიქრობ 🙂 ) მაგრამ ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, მეგობრებიც მყავდა რომლებსაც ვუყვარდი (ახლაც მყავს) და შეყვარებულიც მიტანდა :).

ყველაფერი აქედან დაიწყო როცა სერიოზულად დავიწყეთ ფიქრი ოჯახზე. აღარ მოსწონდა ჩემი ეს თვისება და თავისი შენიშვნებით შემცვალა ნელ-ნელა, ხო არ ვიცი ეს კაია თუ არა, მაგრამ ახლა როცა ერთად ვართ და სადღაც ვართ სულ ვფიქრობ რამე ისე ხომ არ ვთქვი? რამე ისე ხომ არ გავაკეთე? მოკლედ დავიტანჯე რა. რამდენჯერმე მოიხადა  ჩემს გამო ბოდიში, ნუ ოკ ვტყუოდი ძალიან ავყევი ემოციებს, მაგრამ ტვინს რომ გაგიბურღავს ვიღაც დეგენერატი უნდა უპასუხო წესივრად (მე შევაგინე) რომ შეგეშვას.

საერთოდ გინება არ მიყვარს, ნუ არ მომწონს როცა იგინება ვინმე, მაგრამ უზომოდ ნერვებაშლილი რომ რამეს ისეთს იტყვის რაც არაა ლამაზი ალბად იმსახურებდა არა?

ხო კიდევ სანამ ტყუილს მოვიგონებ,  ესევე სიმართლე მეთქმევინება ხოლმე, ამაზეც ბრაზდება, რომ ზრდილობიანი ტყუილის მოფიქრება არ შეგიძლია და მარცხვენო. შეიძლება ამაზე ჩხუბი და დავიდარაბა? 🙂

ახლა ვარ ერთი ვითომ წყნარი და ცოტა მოდებილო გოგო.

ხოდა მიყვარს რა ჩემი მეგობრები 🙂

რისი თქმა მინდოდა ამ პოსტით? 🙂 უაზროდ ვიწუწუნე რა.

დაკარგულის დაბრუნება

როგორ დავიბრუნოთ დაკარგული მეგობრები? აი ისეთი მეგობრები რომლების დაკარგვა გულს გვტკენს, მინდა ჩამოვთვალოთ ის მიზეზები რის გამოც ვკარგავთ, ვშორდებით, ვცივდებით ნუ რაც გვინდა ის ვუწოდოთ, მაგალითად დროის უქონლობა, ბევრი პრობლემები, დეპრესია, უფულობა (უაზრო მიზეზია მაგრამ მაინც მიზეზია), საერთო ,,თემების” ამოწურვა… და კიდევ ბევრი ობიექტური თუ სიბიექტური მიზეზი. მე კი მხოლოდ ერთი მიზეზი მაქვს-დროის უქონლობა!

რა გავაკეთო რომ უფრო ხშირად ვნახო? მთელი დღე სამსახურში ვარ, მერე სახლში  8 თვის ბავშვი მყავს. მეც სხვის სახლში ვცხოვრობ და როგორ დავპატიჯო ჩემთან? მასთან როგორ წავიდე ამ ზამთარში ბავშვით? თან ასე გვიან 8:00 დან 😦

აქ ლაპარაკია ჩემს მიზეზებზე, მაგრამ მასაც ხომ აქვს თავიზი მიზეზები 🙂 აქვს, ხოდა ვართ ასე ტელეფონ-გამოკიდებულები 🙂

3 კვირის მერე ვიგებ რომ შეყვარებულია 😦 თან ისეა შეყვარებულია 3 თვეში თხოვდება, კინაღამ გავგიჟდი 🙂

ხოდა აბა რა ვთქვა ახლა მე? შერცხვენილი ვარ, აბა არ ვარ?

ახლა გამოსავალს შევთავაზებ ჩემს თავს 🙂

  • დავურეკო-დავუმესიჯო რეგულარულად
  • ვნახო შაბათ-კვირას (თუ არ მუშაობს)

თუ შევძლებ საღამოს ვესტუმრო ხოლმე – მაშინ მაინც როცა ჩემი უფროსი დაიძინებს 🙂

ნუ არ ვიცი რა გამომივიდა მაგრამ ამ პოსტის შელამაზებაზე არ მიფიქრია, რაღაცნაირად ჩემი გეგმები და ნააზრევი ამოვთქვი და თუ ძალიან სისულელე გამომივიდა ძალიან ვწუხვარ.

ნუ რა თქმა უნდა ბლოგი იმიტომ მაქვს რომ სხვებმა წაიკითხონ,მაგრამ მე იმისთვის მინდა რომ ის ვწერო რაც მომინდება, რაც შემაწუხებს. ამიტომ ბოდიშს ა(ღა)რ მოვიხდი უაზრო და უშინაარსო პოსტებისთვის 🙂 აი ასე

პ.ს. ისე მაინტერესებს ასეთ სიტუაციაში თქვენ როგორ  მოიქცეოდით (მოიქცევით)?

2012 წლის გეგმები

2012 წელს მინდა ჩემი ყველა გეგმა შესრულდეს (იმედია ნაწილი მაინც), ეს არის ყველაზე აუცილებელი და საჭირბოროტო საკითხების სია:

  • პრავის აღება.
  • ფინანსური აღრიცხვის გადახედვა (ახალი ინფორმაციის სწავლა).
  • უნივერსიტეტის მაგისტრატურა.
  • 55 კგ (ეს ჯერჯერობით, საბოლოოდ 50კგ-2013წელს).
  • ბლოგთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარება.
  • ქართული გრამატიკის გამეორება.
  • პოტოშოპის სწავლა.
  • ინგლისურის სწავლა.
  • გერმანულის გამეორება (ან თავიდან სწავლა).
  • ბანკების ვალების განულება (საეჭვოა მაგრამ მაინც).
  • ბინის გარემონტება და გადასვლა.
  • მანქანის შეცვლა.
  • სოფლის ბინის სარფიანად გაყიდვა 🙂 (თუ ვინმეს გინდათ შემეხმიანეთ 🙂 )
  • მომავალ 2013 წელს ბედნიერად, ჯამრთელად, უვალოდ, ახალ ბინაში შეხვედრა 🙂

პირველი ,,პოსტი”

მოგესალმებით ყველას, როგორ ხართ? მინდა ეს ბლოგი იყოს ის ადგილი სადაც დავწერ ყველაფერს რასაც ვფიქრობ, ვგრძნობ და ვამბობ, თუმცა არ მინდა ჩემმა ახლობლებმა გაარჩიონ თავიდან, ყოველშემთხვევაში მანამდე მაინც სანამ ვისწავლი წერას, თუ როგორ გამოვხატო ჩემი გრძნობები სიტყვებით. არ მინდა რამე არასწორად გაიგონ.

მქონდა ბლოგი ისიც ახალხანს შევქმენი და როგორ შევცდი რომ ფბ მივწერე ყველას. მერე კი რომ დაიწყეს კითხვა დავკომპლექსდი. ახლა ვერაფერს ვეღარ ვწერ, ყველაფერს მათი თვალით ვუყურებ, რას იფიქრებენ ამას რომ დავწერ? იმას? ამიტომაც ვეღარ ვწერ.

რაც შემეხება მე, ჩემი თავის დახასიათება არ მიყვარს, არც ის სხვას რომ ვგავარ. არ მინდა გაცვეთილი ფრაზებით მოგაწყინოთ თავი.  ამიტომ შევეცდები ბევრი პირადი პოსტი დავწერო.

მე ყველაზე ცუდი კრიტიკოსი ვარ საკუთარი თავის, ზოგჯერ მეზიზღება კიდეც 🙂 ნუ მაშინვე მახსენდება ვიღაცის ნათქვამი – თუ საკუთარ თავს ვერ შეიყვარებ ვერც სხვის შეყვარებას მოახერხებო, მე კი ბევრი ვიღაც მიყვარს, ხანდახან ჩემს თავზე მეტად. მაგალითად ჩემი 8 თვის გოგონა, რა მაგარია უკვე დედას ამბობს, ამ დროს გულში სითბო გეღვრება და არ იცი რა გააკეთო, მხოლოდ სულელურად უღიმი და ეხუტები. ასევე მიყვარს-მეუღლე, მეგობრები, ნათესავები 🙂

მოკლედ ასეთი აბდაუბდა დავწერე, თუ ვინმეს ეყოფა ნერვი წასაკითხად დიდი მადლობა 🙂

p.s. დრო მჭირდება რომ ვისწავლო კარგი პოსტების წერა, აი ლაპარაკი ნამდვილად მეხერხება 🙂