მიმართვა მეწარმეებს, რომელსაც ბუღალტრის დაქირავება სურთ.

მე ბუღალტერი ვარ, არ ვიცი აქამდე  დავწერე თუ არა სადმე, ამიტომ უფრო კარგად რომ ვთქვა, მე ვარ ბუღალტერი და ფინანსისტი ერთად.

საქართველოში ძალიან ცოტა კომპანიას აქვს იმის საშუალება ორივე ერთად დაიქირავოს და მინ. 2 შტატი შექმნას. მე ვთქვი-ცოტას მეთქი, რადგან ვერ ხვდებიან რამხელა მოგება მოაქვს საკითხისადმი ასეთ მიდგომას.

კიდევ ერთს დავამატებ, გარდა იმისა რომ უნდა იყო ბუღალტერი, უნდა იცოდე საგადასახადო კანონმდებლობა, საბაჟო (საჭიროემისამებრ) კანონმდებლობა და სამოქალაქო კოდექსი. ასევე უნდა ფლობდე უცხო ენებს და კომპიუტერს თავისი საბუღალტრო პროგრამებით.

დაახლოებით ხომ შეგექმნათ წარმოდგენა, რა განათლება და უნარები უნდა ჰქონდეს საქართველოში ბუღალტერს?

ახლა კი მინდა გადავიდე მთავარ სათქმელზე, რისთვისაც ამხელა შესავალი დამჭირდა.

ყოველ ნაბიჯზე, რადიოსა თუ ტელევიზიაში მესმის რეკლამა, რომ ასწავლიან ბუღალტერიას 3, 6, 9 თვეში. აძლევენ სერთიფიკატს და უშვებენ ამხელა კონკურენციაში.

ვინც მათ ატრენინგებს ნახევარზე მეტი არაპროფესიონალი ბუღალტერია.

წარმოიდგინეთ ჩემი გაბრაზება მაშინ, როცა მიკავშირდებიან და მთხოვენ 100-150 ლარის ფარგლებში ვაკეთო ის საქმე რასაც მე დაახლოებით სულ მინიმუმ 600-700 ლარს მიხდიან, ეს კი ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს ,,ბაზარზე” გამოსულია უვარგისი, გაუნათლებელი, ცუდად დატრენინგებული ბუღალტერთა თაობა, მათ გამო ჩვენ ვისაც დიდი (რამდენიმე წელი) გამოცდილება აქვს  და   სწავლობდნენ უნივერსიტეტებსა თუ კოლეჯებში გვთავაზობენ მათხოვრულ ანაზღაურებას.

კარგით რა ხალხო, კარგით რა!

ბევრს არ უმართლებს და საშინელ ანაზღაურებაზე უწევს მუშაობა.  ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს უნდა დააკანონოთ. თუ გინადათ კარგი ბუღალტერი/ფინასისტი/მოლარე-ოპერატორი მაშინ უნდა გადაიხადოთ კიდეც რეალური ხელფასი.

შრომის ანაზღაურებას ნუ საზღვრავთ იმ ახლადგამოჩეკილი ”ბუღალტრებით” 3-6-9 თვეში რომ იბადებია და ქრებიან 🙂

რაც შეეხება იმ წვრილ მეწარმეებს საკაშვილის ესოდენ სასარგებლო და საჭირო შეღავათებით რომ ისარგებლეს, გაანძრიეთ ცოტა ტვინი და თვითონ ისწავლოთ ის მინიმუმი რაც აუცილებელია თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის, ყველა ბუღალტერს ნუ სთხოვთ, ვინც თქვენს დაწესებულებაში შემოვა, რომ 20 ლარად დაგეხმარონ :(. აქვე მინდა გთხოვოთ, რომ არ შეიძლება კლიენტს უთხრა, რომ ჩეკს და ზედნადებს არ მისცემ, იმიტომ რომ გეშინია გადასახადი არ გადაგახდევინოს სახელმწიფომ. მაშინ როცა სულ გაიძახით, რომ ”საქართველოს უამრავი ვალი აქვს”, ”რას ქვიშვრება ეს მთავრობა” , ”ხალხს უჭირს და ესენი გზებს აგებენ” და ასე შემდეგ- მაპატიეთ, მაგრამ  ღორი ხართ.

ჩემი ასეთი განწყობა გამოიწვია იმ რამდენიმე ათეულმა შემთხვევამ (მათხოვრობამ) რომელმაც ბოლომდე გადამიყვანა ჭკუიდან.  ჩემი გამოცდილებისა და განათლების ბუღალტერს ნამდვილად არ უნდა მიბედავდნენ 20ლარიანი შეკვეთებით შეწუხებას.

რაც მთავარია, თუ მხოლოდ 20-50 ლარი გაქვთ გამოყოფილი ბუღალტრებისთვის :), მაშინ შესაფერისი კანდიდატი მოძებნეთ, გასაგებია რომ ყველას კარგი სპეციალისტი სჭირდება მაგრამ მაინც 🙂

მაპატიეთ ამ დაძაბული განწყობისთვის, მაგრამ ასეთ უმადურ და ძუნწ დამქირავებლებს სხვანაირად როგორ ვუპასუხო?

პს. დიდი მადლობა ჩემს კომპანიას, რომლის სახელს არ გავახმოვანებ,  თანამშრომლების მზრუნველობისთვის და დაფასებისთვის, რაც მასაც უფასდება კიდეც.

3 comments on “მიმართვა მეწარმეებს, რომელსაც ბუღალტრის დაქირავება სურთ.

  1. ღმერთო, რა გაბრაზებული ვყოფილვარ. არადა რა მალე გადამიარა 🙂

    საერთოდ მალე ვივიწყებ ხოლმე წყენას, თუ ეს არ არის ძალიან ღრმა.

    და გამოხმაურებაც არ არის, ე. ი. საერთოდ არ აინტერესებს არავის ბუღალტრების ყოფა საქართველოში 🙂

  2. მიუხედავად იმისა რომ ჯერ პატარა ვარ, თუმცა არც ისე პატარა და არ მაქვს არც ისე ღრმა გამოცდილება ბუღალტერიის სფეროში, შემოვიფარგლები მხოლოდ ბუღალტრული პროგრამით, სრულიად გეთანხმებით. მიუხედავად იმის რომ უკვე 5 წელი ამ სფეროში ვმოღვაწეობ, მაინც ვთლი რომ ძალიან ცოტა ვიცი იმიტომ რომ ჯერ არ მქონია შეხება სერიოზულ ფინანსურ გადაწყვეტილებებთან თუ ანალიზთან. ჩემი აზრით მხოლოდ თეორიის სწავლით ვერ ისწავლი ვერაფერს, თუ არ მიიღე სამუშაო გამცდილება გამოცდილ ადამიანთან. ძალიან მინდა დავუჯდე ვინმე მოქმედ სერიოზულ ბუღალეტრს ან ფინანსისტ და ვუყურებ როგორ მუშაობს, რა გადაწყვეტილებებს იგებს და როგორც აფასებს და აანალიზებს. საკმაოდ რთული და საპსუხისმგებლო პროფესიაა და ამიტომ როცა შენ პიროვნებას გათვითცონობიერებული გაქვს პასუხისმგებლობა შენი საქმის შესაბამისად არ დათანხმდები 250 ლარზე. ჩემი სუბიექტური აზრია, მინდა ყველას წარმატება ვუსურვო!!!

    • კარგი იქნებოდა ყველა შენსავიტ რომ უყურებდეს ამ საკითხს 🙂 არც ისეთი პატარა ხარ როგორც ფიქრობ.

Leave a comment