მიმოხილვა.

რამდენიმე კვირაა რაც დავიკარგე და აღარ გეხმიანებით 🙂

მინდა პატარა მიმოხილვა გავაკეთო მათთვის ვინც სულ ცოტათი მაინც გულშემატკივრობდა ამდენი პრობლემების გადამკიდე.

პირველ რიგში ყველაზე მეტად ჩემი ფინანსური პრობლემები მაწუხებდა და სულ ამაზე ვლაპარაკობდი თქვენთანაც. ამიტომ გეტყვით რომ ჩემი სოფლის სახლის გაყიდვა გადავწყვიტე და ასე მოვაგვარებ ნაწილობრივ ამ პრობლემას, ამ ამბავში კარგი ისაა, რომ ქალაქში ბინა შევინარჩუნე რომელიც იპოთეკით ვიყიდე, სოფლის სახლზე გაცილებით პაწუკაა, მაგრამ მოსახერხებელია და თან ვერ ვიმეტებთ გასაყიდად რიგი მიზეზების გამო.

სამსახურში ყველაფერი კარგად მაქვს, მიხარია, ცოტა საქმეები დამიგროვდა და ვიზარმაცე ჩემი დეპრეესიის ფონზე, მაგრამ ვიცი გამოვძვრები 🙂

ჩემი ქალბატონი სულ უფრო ჭკვიანდება და ცელქდება, ჩემს გარდა ყველას ეჩხუბება 🙂

რამდენიმე დღეში კარგ ივენთზე მივდივარ, იმედი მაქვს გავერთობი 🙂

პ.ს. ამ ყველაფრის ფონზე ჩეკების გათამაშებაშიც კი ვერ მოვიგე 5 ლარი. არასოდეს არ მწყალობს ბედი 🙂

ეს კი თქვენ 🙂

2012 წლის გეგმები

2012 წელს მინდა ჩემი ყველა გეგმა შესრულდეს (იმედია ნაწილი მაინც), ეს არის ყველაზე აუცილებელი და საჭირბოროტო საკითხების სია:

  • პრავის აღება.
  • ფინანსური აღრიცხვის გადახედვა (ახალი ინფორმაციის სწავლა).
  • უნივერსიტეტის მაგისტრატურა.
  • 55 კგ (ეს ჯერჯერობით, საბოლოოდ 50კგ-2013წელს).
  • ბლოგთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარება.
  • ქართული გრამატიკის გამეორება.
  • პოტოშოპის სწავლა.
  • ინგლისურის სწავლა.
  • გერმანულის გამეორება (ან თავიდან სწავლა).
  • ბანკების ვალების განულება (საეჭვოა მაგრამ მაინც).
  • ბინის გარემონტება და გადასვლა.
  • მანქანის შეცვლა.
  • სოფლის ბინის სარფიანად გაყიდვა 🙂 (თუ ვინმეს გინდათ შემეხმიანეთ 🙂 )
  • მომავალ 2013 წელს ბედნიერად, ჯამრთელად, უვალოდ, ახალ ბინაში შეხვედრა 🙂